ჯანსაღი ცხოვრების წესი
Sunday, November 11, 2018
9 დღე
ტრენინგი იყო ძალიან პროდუქტიული, შრომატევადი, ტრენერი - ენერგიული, მკაფიოდ გადმოსცემდა საჭირო ინფორმაციას, მოლოდინები ინტელის პროგრამამ გაამართლა, ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო, საგანმანათლებლო პროექტები ბევრად საინტერესო იქნება, გაზრდის მოსწავლეთა ჩართულობას. ასეთი პროექტები დაეხმარება მათ დაინახონ კავშირი საგანსა და ცხოვრებას შორის. ჩემი პროექტით ჯანსაღ ცხოვრებას გავუწევ პროპაგანდას, ტექნოლოგიების გამოყენებით დავამუშავებინებ მოსწავლეებს საინტერესო საკითხებს.
Saturday, November 10, 2018
8 დღე
დღეს ვიმუშავეთ მოსწავლის პრეზენტაციის შაბლონის შექმნაზე. შევქმენით საინფორმაციო ბუკლეტი მშობლებისთვის. ვისაუბრეთ ფასილიტციაზე, კითხვების დასმაზე მოსწავლეთა ჩართულობისა და მაღალსააზროვნო უნარების განვითარებისთვის. ფასილიტაცია ტექნოლოგიის გამოყენებით უადვილებს მოსწავლეებს მუშაობის პროცესს.
Monday, November 5, 2018
7 დღე
ერთმანეთს გავუზიარეთ სავარაუდო ნაშრომებისა და შეფასების რუბრიკები. მივეცით ერთმანეთს უკუკავშირი.
განვიხილეთ და შევავსეთ კითხვარი დიფერენცირებულ სწავლებაზე.
ვისაუბრეთ მოსწავლის თვითრეგულირებადი სწავლის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობაზე.
განვიხილეთ და შევავსეთ კითხვარი დიფერენცირებულ სწავლებაზე.
ვისაუბრეთ მოსწავლის თვითრეგულირებადი სწავლის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობაზე.
Sunday, November 4, 2018
6 დღე
დღეს წყვილებში გავეცანით მოსწავლეების პრეზენატაციებს, მივეცით უკუკავშირი ერთმანეთს.ვისაუბრეთ, რომ შეფასებების კრიტერიუმების შექმნაში მოსწავლეებიც უნდა იყვნენ ჩართულები.
გავეცანით პროექტს შეფასების გეგმებს. ვისაუბრეთ უკუკავშირის ფორმებზე. პრეზენტაციის შეფასების რუბრიკს ცხრილი შევადგინეთ.
გავეცანით პროექტს შეფასების გეგმებს. ვისაუბრეთ უკუკავშირის ფორმებზე. პრეზენტაციის შეფასების რუბრიკს ცხრილი შევადგინეთ.
Saturday, November 3, 2018
5 დღე
პრეზენტაცია ავტვირთეთ ბლოგზე ჩაშენების მეთოდით. ვისწავლეთ ბლოგების მონახვა და ერთმანეთის პრეზენტაციებს უკუკავშირი მივეცით. გავეცანით საავტორო უფლებებს, ეთიკის ნორმებს.
Subscribe to:
Posts (Atom)