Sunday, November 11, 2018

9 დღე

ტრენინგი იყო ძალიან პროდუქტიული, შრომატევადი, ტრენერი - ენერგიული, მკაფიოდ გადმოსცემდა საჭირო ინფორმაციას, მოლოდინები ინტელის პროგრამამ გაამართლა,  ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო, საგანმანათლებლო პროექტები ბევრად საინტერესო იქნება, გაზრდის მოსწავლეთა ჩართულობას. ასეთი პროექტები დაეხმარება მათ დაინახონ კავშირი საგანსა და ცხოვრებას შორის. ჩემი პროექტით ჯანსაღ ცხოვრებას გავუწევ პროპაგანდას, ტექნოლოგიების გამოყენებით დავამუშავებინებ მოსწავლეებს საინტერესო საკითხებს.
პროექტის პორტფოლიო

Saturday, November 10, 2018

8 დღე

დღეს ვიმუშავეთ მოსწავლის პრეზენტაციის შაბლონის შექმნაზე. შევქმენით საინფორმაციო ბუკლეტი მშობლებისთვის. ვისაუბრეთ ფასილიტციაზე, კითხვების დასმაზე მოსწავლეთა ჩართულობისა და  მაღალსააზროვნო უნარების განვითარებისთვის. ფასილიტაცია ტექნოლოგიის გამოყენებით უადვილებს მოსწავლეებს მუშაობის პროცესს.

Monday, November 5, 2018

7 დღე

ერთმანეთს გავუზიარეთ სავარაუდო ნაშრომებისა და შეფასების რუბრიკები. მივეცით ერთმანეთს უკუკავშირი.
განვიხილეთ და შევავსეთ კითხვარი დიფერენცირებულ სწავლებაზე.
ვისაუბრეთ მოსწავლის თვითრეგულირებადი სწავლის უნარ-ჩვევების  ჩამოყალიბების ხელშეწყობაზე.

Sunday, November 4, 2018

6 დღე

დღეს წყვილებში გავეცანით მოსწავლეების პრეზენატაციებს, მივეცით უკუკავშირი ერთმანეთს.ვისაუბრეთ, რომ შეფასებების კრიტერიუმების შექმნაში მოსწავლეებიც უნდა იყვნენ ჩართულები.
გავეცანით პროექტს შეფასების გეგმებს. ვისაუბრეთ უკუკავშირის ფორმებზე. პრეზენტაციის შეფასების რუბრიკს ცხრილი შევადგინეთ.

Saturday, November 3, 2018

5 დღე

პრეზენტაცია ავტვირთეთ ბლოგზე ჩაშენების მეთოდით. ვისწავლეთ ბლოგების მონახვა და ერთმანეთის პრეზენტაციებს უკუკავშირი მივეცით. გავეცანით საავტორო უფლებებს, ეთიკის ნორმებს.

Saturday, October 27, 2018

4 დღე

დღეს გავეცანით და ვიმუშავეთ პროექტის შეფასების მეთოდებისა და სტრატეგიების განსაზღვრაზე. შევიტანეთ პროექტის გეგმაში მასალა. ასევე შევქმენით პროექტის პორთფოლიოს პრეზენტაცია. დღემ პროდუქტიულად ჩაიარა.

Sunday, October 21, 2018

3 დღე

ვაგრძელებ პროექტზე მუშაობას. ვიმუშავე სტანდარტის, მიზნების, შედეგების, კითხვების შედგენაზე ბლუმის ტაქსონომიის და 21 საუკენის უნარ-ჩვევების სიტყვების გამოყენებით, რაც გამოვიყენე შემდგომში პროექტზე სამუშაოდ. გავეცანით ბუკლეტის ნიმუშს და ვისაუბრეთ მისი გამოყენების დადებით მხარეზე.

Saturday, October 20, 2018

1-2 დღე

გავეცანი კურსის შინაარსს, გზამკვლევს. ვიმსჯელეთ სოციალური და სასწავლო პროექტების მსგავსება-განსხვავებაზე. ვისაუბრეთ 21 საუკუნის მოსწავლეების უნარ-ჩვევებზე. განვიხილეთ პროექტი "კონკია". შევქმენით საქაღლდე.