Thursday, November 24, 2016

1. პროექტის სახელწოდება: ჯანსაღი ცხოვრების წესი.
2.პროექტის აქტუალობა: ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობის გაცნობიერება,რომ იგი წარმატებული ცხოვრების საწინდარია. ჯანსაღი ცხოვრების წესის პრინციპების დაცვით შესაძლებელია ადამიანის ნორმალური ფიზიკური და გონებრივი განვითარება, იმუნური სისტემის ჩამოყალიბება, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და სხვადასხვა დაავადებების შემცირება.
3.პროექტის მიზნები:მოსწავლეები გაეცნობიან ჯანსაღი ცხოვრების წესის პრინციპებს და მათ მნიშვნელობას, თუ როგორ უნდა გამოიყენონ ცოდნა პტაქტიკაში; ბალანსირებულ კვებას და ჭარბი საკვების მიღებასთან დაკავშირებულ პრობლემებს; პირადი ჰიგიენის დაცვის და ფიზიკური აქტივობის აუცილებლობას;  მავნე ჩვევების პრევენციის საჭიროებას; დღის რეჟიმის სწორ ორგანიზებას. მოსწავლეები გამოიმუშავებენ საინფორმაციო ტექსტებზე დამოუკიდებლი მუშაობის ჩვევებს; იდეების განვითარებას, განხორციელებასა და სხვებთან გაზიარებას; პასუხისმგებლობების განაწილებას მუშაობის პროცესში.
4.მოსწავლეთა ასაკი: მე-5 კლასი.
5.ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე.
6.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ბავშვების ნამუშევარი პოსტერები, რომლითაც ისინი განსაზღვრავენ ჯანსაღი ცხოვრების წესის მახასიათებლებს. პრეზენტაციები .
7.პროექტისათის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, პროექტორი, ფერადი მარკერები, ფორმატები.
8.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): პროექტის სახელის იდეა წამოვიდა ბავშვებისგან, რომლებიც დაინტერესდნენ ჯანსაღი ცხოვრების წესის პრინციპების არსით. დაიგეგმა პროექტი, შევქმენით ჯგუფები. ერთ გუნდს დავავალე ხალხის გამოკითხვა, მეორეს - პოსტერის შექმნა, სადაც იქნებოდა ინფორმაცია ჯანსაღ კვებაზე, მესამეს - პოსტერის შექმნა, სადაც იქნებოდა ინფორმაცია პირად ჰიგიენასა და ფიზიკურ აქტივობაზე, დანარჩენები განიხილავენ მავნე ჩვევების პრევენციის საჭიროებას. ბოლოს ყველაფერი შემაჯამებელი გაკვეთილით დასრულდება. თითოეული ჯგუფის პრეზენტატორი გვესაუბრება თავისი პოსტერის შესახებ. ყველა მოსწავლე გამოთქვამს ვარაუდს, გამოვყოვბთ ძირითად საკითხებს. ყველა ერთად გავწერთ სანიმუშო დღის რეჟიმს და გავაანალიზებთ, რომ ყველა ადამიანი საკუთარ ჯანმრთელობას თვითონ განსაზღვრავს ჯანსაღი ცხოვრების წესის პრინციპების დაცვით!
9.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: სპორტი, ბუნებისმეტყველება.
       სპ.V.1. მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს ჯანმრთელობა, როგორც საზოგადოებაში წარმატებული არსებობის ერთ-ერთ საწინდარი
   შედეგი თვალსაჩინოა, თუ  მოსწავლე:
·           განმარტავს, რატომ არის მისი კეთილდღეობა დამოკიდებული ჯანმრთელობაზე და რა უარყოფითი შედეგები მოაქვს სუსტ ჯანმრთელობას (სუსტი აღნაგობა, სწავლაში ჩამორჩენა, დაბალი სპორტული მაჩვენებლები);
·           განმარტავს, რა არის კალორია, მისი ფუნქცია და დანიშნულება;
ბუნ.V.9.მოსწავლეს შეუძლია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა.
 შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე
·  ასახელებს ადამიანის ჯანრთელობაზე უარყოფითად მოქმედ ფაქტორებს (მაგ., დაბინძურებული გარემო, არაჯანსაღი კვება, ხმაური, ნიკოტინი, ნარკოტიკები).

10.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ხათუნა თავაძე
11.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: khatunatavadze7@gmail.com