Saturday, October 27, 2018

4 დღე

დღეს გავეცანით და ვიმუშავეთ პროექტის შეფასების მეთოდებისა და სტრატეგიების განსაზღვრაზე. შევიტანეთ პროექტის გეგმაში მასალა. ასევე შევქმენით პროექტის პორთფოლიოს პრეზენტაცია. დღემ პროდუქტიულად ჩაიარა.

Sunday, October 21, 2018

3 დღე

ვაგრძელებ პროექტზე მუშაობას. ვიმუშავე სტანდარტის, მიზნების, შედეგების, კითხვების შედგენაზე ბლუმის ტაქსონომიის და 21 საუკენის უნარ-ჩვევების სიტყვების გამოყენებით, რაც გამოვიყენე შემდგომში პროექტზე სამუშაოდ. გავეცანით ბუკლეტის ნიმუშს და ვისაუბრეთ მისი გამოყენების დადებით მხარეზე.

Saturday, October 20, 2018

1-2 დღე

გავეცანი კურსის შინაარსს, გზამკვლევს. ვიმსჯელეთ სოციალური და სასწავლო პროექტების მსგავსება-განსხვავებაზე. ვისაუბრეთ 21 საუკუნის მოსწავლეების უნარ-ჩვევებზე. განვიხილეთ პროექტი "კონკია". შევქმენით საქაღლდე.